უგულავამ, მერაბიშვილმა და გეგეჭკორმა საქართველო დატოვეს?!
„ივერიონისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გიგი უგულავამ, ვანო მერაბიშვილმა და საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა წუხელ, გვიან ღამით, საქართველო დატოვეს.
წყაროს ინფორმაციით, ისინი თბილისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაფრინდნენ: უგულავა - ისრაელში, გეგეჭკორი - უკრაინაში, ხოლო
მერაბიშვილის მარშრუტის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
თუმცა, როგორც ვიცით, ვანო მერაბიშვილი პრეზიდენტს სომხეთში ახლდა.
საინტერესოა, ისინი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრნენ, თუ თავი აარიდეს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას?