ივერიონი / ნეველის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია

ნეველის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად,  მკვლელობის ბრალდებით ნათიბ  ი. დააკავეს.

 

2012 წლის 30 ნოემბერს თბილისში, ალექსანდრე ნეველის ქუჩაზე მდებარე საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე, 1980 წ. დაბადებულმა ნათიბ  ი.-მ, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავის მეუღლეს, 1982 წ. დაბადებულ ხაიალა ასკიაროვას ცივი იარაღით ზურგზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის  შედეგადაც ასკიაროვა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიებას, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, აწარმოებს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო.

 

2-12-2012, 13:13
უკან დაბრუნება