ნეველის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია
თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მკვლელობის ბრალდებით ნათიბ ი. დააკავეს.
2012 წლის 30 ნოემბერს თბილისში, ალექსანდრე ნეველის ქუჩაზე მდებარე საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე, 1980 წ. დაბადებულმა ნათიბ ი.-მ, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავის მეუღლეს, 1982 წ. დაბადებულ ხაიალა ასკიაროვას ცივი იარაღით ზურგზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ასკიაროვა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიებას, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, აწარმოებს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო.