CBS-ის ტელეეთერში მალე სტივენ კინგის რომანის მიხედვით გადაღებული 13-სერიანი ტელეფილმი „გუმბათის ქვეშ“ გავა. ინფორმაციას TV Line ავრცელებს.
ფილმის სცენარის ავტორია სერიალ „დაკარგულების“ სცენარისტი ბრაიან კ. ბონი. CBS სერიალის „გუმბათის ქვეშ“ საპილოტო ვერსიის ტელეეთერით გაშვებას 2013 წლის ზაფხულში გეგმავს.
რომანი „გუმბათის ქვეშ“ 2009 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. წიგნის მიხედვით, მენის შტატში მცხოვრები მოქალაქეები აღმოაჩენენ, რომ ისინი დანარჩენი მსოფლიოსგან სრულიად მოწყვეტილი არიან. ამ გამჭვირვალე ბარიერის განადგურება კი შეუძლებელია. მცხოვრებლები ცდილობენ გაიგონ საიდან გაჩნდა ეს კედელი და როგორ დააღწიონ თავი მას. დროთა განმავლობაში ქალაქს ქაოსი იპყრობს.
პროექტს პროდიუსერობას სტივენ სპილბერგის კომპანია Amblin Entertainment გაუწევს.