ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

სერიალი „გუმბათის ქვეშ“ ტელეეკრანებზე 2013 წელს გამოვა

სერიალი „გუმბათის ქვეშ“ ტელეეკრანებზე 2013 წელს გამოვა

CBS-ის  ტელეეთერში მალე სტივენ კინგის რომანის მიხედვით გადაღებული 13-სერიანი ტელეფილმი „გუმბათის ქვეშ“ გავა. ინფორმაციას TV Line ავრცელებს.

 

ფილმის სცენარის ავტორია სერიალ „დაკარგულების“ სცენარისტი ბრაიან კ. ბონი. CBS სერიალის  „გუმბათის ქვეშ“ საპილოტო ვერსიის ტელეეთერით გაშვებას  2013 წლის ზაფხულში გეგმავს.

 

რომანი „გუმბათის ქვეშ“ 2009 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. წიგნის მიხედვით, მენის შტატში მცხოვრები მოქალაქეები აღმოაჩენენ, რომ ისინი დანარჩენი მსოფლიოსგან სრულიად მოწყვეტილი არიან. ამ გამჭვირვალე ბარიერის განადგურება კი შეუძლებელია. მცხოვრებლები ცდილობენ გაიგონ საიდან გაჩნდა ეს კედელი და როგორ დააღწიონ თავი მას. დროთა განმავლობაში ქალაქს ქაოსი იპყრობს.

 

პროექტს პროდიუსერობას სტივენ სპილბერგის კომპანია Amblin Entertainment გაუწევს.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: