ივერიონი / მაია ფანჯიკიძე ნატოში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება

მაია ფანჯიკიძე ნატოში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საგარეო მინისტრების დონეზე ბრიუსელში, ნატოს  შტაბ-ბინაში 4 და 5 დეკემბერს გაიმართება. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დაესწრება.

 

ამის შესახებ ინფორმაცია ნატოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. 

 

შეხვედრებს თავმჯდომარეობას  ნატოს გენერალური მდივარნი ანდერს ფოგ რასმუსენი გაუწევს.

 

3-12-2012, 10:52
უკან დაბრუნება