მაია ფანჯიკიძე ნატოში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საგარეო მინისტრების დონეზე ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში 4 და 5 დეკემბერს გაიმართება. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დაესწრება.
ამის შესახებ ინფორმაცია ნატოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
შეხვედრებს თავმჯდომარეობას ნატოს გენერალური მდივარნი ანდერს ფოგ რასმუსენი გაუწევს.