"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერის გიორგი ჭანტურიას მკვლელობიდან 18 წელი გავიდა. ჭანტურიას ახლობლები და მეგობრები დღეს, 14 საათზე მის საფლავთან შეიკრიბებიან და გარდაცვლილის ხსოვნას პატივს მიაგებენ.
გია ჭანტურია 1994 წლის 3 დეკემბერს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ტერორისტული აქტის შედეგად მოკლეს. გიორგი ჭანტურია 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
გიორგი ჭანტურიამ 1981 წლის 8 თებერვალს "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" აღადგინა და 1994 წლამდე მისი თავმჯდომარე იყო. "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" ჭანტურიას თაოსნობით ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკური ძალა იყო 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.