გიორგი ჭანტურიას მკვლელობიდან 18 წელი გავიდა

გიორგი ჭანტურიას მკვლელობიდან 18 წელი გავიდა

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერის  გიორგი ჭანტურიას მკვლელობიდან 18 წელი გავიდა. ჭანტურიას ახლობლები და მეგობრები დღეს, 14 საათზე მის საფლავთან  შეიკრიბებიან და გარდაცვლილის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

 

გია ჭანტურია 1994 წლის 3 დეკემბერს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ტერორისტული აქტის შედეგად მოკლეს. გიორგი ჭანტურია 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 

 

გიორგი ჭანტურიამ 1981 წლის 8 თებერვალს "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" აღადგინა და 1994 წლამდე მისი თავმჯდომარე იყო. "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" ჭანტურიას თაოსნობით ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკური ძალა იყო 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: