გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, იარაღის უკანონო შენახვის ფაქტზე ნესტორ ბ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1971 წელს დაბადებული ნესტორ ბ.-ს საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან სამართალდამცველებმა ჩხრეკისას „აკმ"-ის ტიპის არარეგისტრირებული ავტომატი და 2 მჭიდი ამოიღეს.
„მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისთვის უკვე წაეყენა. დადგინდა, რომ ბრალდებული წარსულში მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო ოთხჯერ არის ნასამართლევი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, ნესტორ ბ.-მ დანაშაული აღიარა.