ივერიონი / პოლიციამ ქურდები დააკავა

პოლიციამ ქურდები დააკავა

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობისათვის   ორი პირი დააკავეს.

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ბაგრატ ქ.-მ და ბადრი ყ.-მ დიდ დიღომში მდებარე თემურ ნადირაძის  ავტოსახელოსნოდან  1500 ამერიკული დოლარის ღირებულების ავტონაწილები მოიპარეს.

ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით,  ჩატარებული სამძებრო  ღონისძიებების შედეგად, ვაკე- საბურთალოს პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობაში ბრალდებულები რამდენიმე დღეში დააკავეს. სამართალდამცველებმა მათი სამალავიდან,  ნივთმტკიცების სახით, ავტომანქანის 4 საბურავი და 4   "ფარი" ამოიღეს.

სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის(ქურდობა)  მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით აღიძრა და მე-3-ე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით აღიძრა.

5-12-2012, 09:51
უკან დაბრუნება