პოლიციამ ქურდები დააკავა
ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობისათვის ორი პირი დააკავეს.
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ბაგრატ ქ.-მ და ბადრი ყ.-მ დიდ დიღომში მდებარე თემურ ნადირაძის ავტოსახელოსნოდან 1500 ამერიკული დოლარის ღირებულების ავტონაწილები მოიპარეს.
ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ვაკე- საბურთალოს პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობაში ბრალდებულები რამდენიმე დღეში დააკავეს. სამართალდამცველებმა მათი სამალავიდან, ნივთმტკიცების სახით, ავტომანქანის 4 საბურავი და 4 "ფარი" ამოიღეს.
სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის(ქურდობა) მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით აღიძრა და მე-3-ე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით აღიძრა.