ლაშა თორდია:სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქალაქ თბილისის მერიაში შემავალი სხვადასხვა უწყების შემოწმებას ახორციელებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქალაქ თბილისის მერიაში შემავალი სხვადასხვა უწყების შემოწმებას ახორციელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ იმ შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რომელ უწყებაში მიმდინარეობს ამჟამად შემოწმების პროცესი.
როგორც გენერალურმა აუდიტორმა აღნიშნა, ამჟამად შემოწმების პროცესი ხორციელდება თბილისის მერიაში შემავალ ძალიან ბევრ სამსახურში, მათ შორის კეთილმოწყობის სამსახურში, თბილისის მერიის ადმინისტრაციაში, ასევე სამგორისა და გლდანის გამგეობებში.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს თბილისის მერიის ძალიან ბევრი სამსახურის შემოწმება, მათ შორის კეთილმოწყობის სამსახურის და თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ასევე მოწმდებიან გლდანისა და სამგორის გამგეობები. ამის შემდეგ შეიძლება კიდევ ვიფიქროთ მერიაში შემავალი სხვა ბევრი სამსახურის შემოწმებაზე, ვინაიდან მერია ბევრ სამსახურსა და სტრუქტურას შეიცავს", - განაცხადა ლაშა თორდიამ.
კითხვაზე, როდის იქნება მზად დასკვნა, გენერალურმა აუდიტორმა აღნიშნა, რომ დაახლოებით 2-3 კვირის ფარგლებში ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოხდება დასკვნების დადება.