,,თბილისი მარიოტში" გამართულ პრეზენტაციაზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა ,,საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი იმ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებსა და დარღვევებზე საუბრობს, რომელიც 6 ქართული ტელეარხის ეთერში გადიოდა.
ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ყველაზე მეტი დარღვევები ,,რუსთავი 2"-ზე, ,,იმედსა" და საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაფიქსირდა. ხოლო სარეკლამო დროის ყველაზე ხანგრძლივ პოერიოდს ,,ნაციონალური მოძრაობის" რეკლამები მოიცავდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად გადიოდა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნების" წინააღმდეგ მიმართული რეკლამები.
Human rights center-ის მთავარი რედაქტორის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, დარღვევები იყო ,,მე მიყვარს თბილისი", ,,რაჭა ჩემი სიყვარული" და ,,ანაკლია გულიათადად გელით"-ს სარეკლამო რგოლებში.
,,შალვა ნათელაშვილის პარტიის სინასაარჩევნო სარეკლამო რგოლს ყველაზე მეტი დრო ეთმობოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პრაიმ ტაიმში. მას მოსდევდა ,,ნაციონალური მოძრაობის" რეკლამები. ბალანსის თვალსაზრისით, ძალიან დიდი დარღვევები ჰქონდა ,,რუსთავი 2"-ს და ,,იმედს", რომლებიც ხირითადად ეთმობოდა ერთმანეთს", - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.
მისი თქმით, ,,ქართული ოცნების" სასარგებლოდ იყო ბალანსი დარღვეული ,,tv9"- სა და ,,მაესრტოზეც" , თუმცა ,,მაესტრო" ყველაზე მეტად ახერხებდა გავლენის აცილებას.