საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 85% 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აუცილებლად მივა.
კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 9% აცხადებს, რომ არჩევნებზე, ალბათ, მივა; 1% პასუხობს, რომ, ალბათ, არ მივა; 1% მისვლას არ აპირებს; ხოლო 4%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს;
რაც შეეხება თბილისს, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აუცილებლად აპირებს მისვლას გამოკითხულთა 84%; 8% ალბათ, მივა; 1% - ალბათ, არ მივა; 2%-ს გადაწყვეტილი აქვს, რომ არ მივა; ხოლო 5%-ს პასუხი არ აქვს.
რაც შეეხება დანარჩენი საქართველოს მოსახლეობას, მონაცემები ასეთია: 86% არჩევნებზე აუცილებლად მივა; 9% -ალბათ, მივა; 1%- ალბათ არ მივა; 1%- არ აპირებს ხმის მისაცემად მისვლას, ხოლო 3%-ს პასუხი არ აქვს.
კითხვაზე: „ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“ - გამოკითხულთა 63% მხარს კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა, 13% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მესამე პოზიციაზე კი, 3%-ით „ქრისტიან-დემოკრატები“ არიან.
IRM-მ საქართველოში მორიგი კვლევა 9-დან 21 ნოემბრის პერიოდში ჩაატარა, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით, პირდაპირი ინტერვიუს გზით საარჩევნო ასაკის მქონე 1 500 პირი გამოიკითხა.