გამოკითხულთა 85% საპრეზიდენტო არჩევნებზე აუცილებლად მივა

გამოკითხულთა 85% საპრეზიდენტო არჩევნებზე აუცილებლად მივა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 85% 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აუცილებლად მივა.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 9% აცხადებს, რომ არჩევნებზე, ალბათ, მივა; 1% პასუხობს, რომ, ალბათ, არ მივა; 1%  მისვლას არ  აპირებს; ხოლო 4%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს;

რაც შეეხება თბილისს, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აუცილებლად აპირებს მისვლას გამოკითხულთა 84%; 8% ალბათ, მივა; 1% - ალბათ, არ მივა; 2%-ს გადაწყვეტილი აქვს, რომ არ მივა; ხოლო 5%-ს პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება დანარჩენი საქართველოს მოსახლეობას, მონაცემები ასეთია: 86% არჩევნებზე აუცილებლად მივა; 9% -ალბათ, მივა; 1%- ალბათ არ მივა; 1%- არ აპირებს ხმის მისაცემად მისვლას, ხოლო 3%-ს პასუხი არ აქვს.

კითხვაზე: „ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“ - გამოკითხულთა 63% მხარს კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა, 13% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მესამე პოზიციაზე კი, 3%-ით „ქრისტიან-დემოკრატები“ არიან.

IRM-მ საქართველოში მორიგი კვლევა 9-დან 21 ნოემბრის პერიოდში ჩაატარა, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით, პირდაპირი ინტერვიუს გზით  საარჩევნო ასაკის მქონე 1 500 პირი გამოიკითხა.

საიტის კომენტარები (1)

  • img
    You explained this very well! casino en ligne France Superb data Thank you! meilleur casino en ligne Well spoken indeed. . casino en ligne Helpful stuff, Kudos! casino en ligne Thanks a lot! Quite a lot of facts. casino en ligne Thanks. Quite a lot of stuff. casino en ligne Lovely posts. Kudos. casino en ligne francais Thanks a lot! Loads of information. casino en ligne francais Many thanks, Loads of advice! casino en ligne fiable Incredible a good deal of excellent tips. casino en ligne fiable

Facebook კომენტარები: