ოშკის რეაბილიტაციის საკითხს, სავარაუდოდ, თურქული მხარე უზრუნველყოფს. გადაწყვეტილება თურქეთმა ქართულ მხარესთან შეთანხმების რამდენჯერმე ჩაშლის შემდეგ მიიღო.
ამ ეტაპზე ინფორმაციას მხოლოდ მოლაპარაკებაში ჩართული ექსპერტები ადასტურებენ.
რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, ის ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს და ვითარებაში გარკვევას ცდილობს. ოშკის რესტავრაციასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას საპატრიარქოც აპირებს.
როგორც ცნობლი გახდა, თურქებმა პროექტი დამოუკიდებლდ წამოიწყეს, რომლის ფარგლებში არა მარტო ოშკის, არამედ იშხანის რესტავრაციასაც აპირებენ. უკვე ჩატარდა ტენდერი სარემონტო სამუშაოებზე.