ივერიონი / პროკურატურას ციხის კადრების დედნებს დღეს გადასცემენ

პროკურატურას ციხის კადრების დედნებს დღეს გადასცემენ

ამის შესახებ წინაააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში  განაცხადა .


„ დღეს ჩვენ საჯაროდ ვაჩვენებთ იმ კადრებს, რომელიც ჯერ არავის უნახავს.  ეს არის დედნები, რომელიც ბრიუსელში ინახებოდა.  ჩვენი მიზანია,  ამ კადრების გავრცელებით, ხერხემალში გადავტეხოთ  ძველი ხელისუფლება“, - განაცხადა ლომაიამ.


 ბრიფინგზე განცხადება გააკეთა  ციხის ყოფლიმა თანამშრომრელმა დავით აკობიამ, რომელმაც ციხის კარანტინის კადრები გადაიღო.


„ამას ვაკეთებდი ჩემი ქვეყნისთვის.  მე წვლილი შევიტანე იმ ცვლილებებში, რაც დღეს ხდება“, - განაცხადა აკობიამ.


მან ასევე დასძინა, რომ ბედუკაძემ  ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ციხეში წამება ნანახი არ აქვს. თუმცა აკობია არ უარყოფს,  რომ ბედუკაძემ დიდი წვლილი შეიტანა ციხის წამების კადრების გავრცელებაში.

7-12-2012, 13:44
უკან დაბრუნება