პროკურატურას ციხის კადრების დედნებს დღეს გადასცემენ
ამის შესახებ წინაააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში განაცხადა .
„ დღეს ჩვენ საჯაროდ ვაჩვენებთ იმ კადრებს, რომელიც ჯერ არავის უნახავს. ეს არის დედნები, რომელიც ბრიუსელში ინახებოდა. ჩვენი მიზანია, ამ კადრების გავრცელებით, ხერხემალში გადავტეხოთ ძველი ხელისუფლება“, - განაცხადა ლომაიამ.
ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ციხის ყოფლიმა თანამშრომრელმა დავით აკობიამ, რომელმაც ციხის კარანტინის კადრები გადაიღო.
„ამას ვაკეთებდი ჩემი ქვეყნისთვის. მე წვლილი შევიტანე იმ ცვლილებებში, რაც დღეს ხდება“, - განაცხადა აკობიამ.
მან ასევე დასძინა, რომ ბედუკაძემ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ციხეში წამება ნანახი არ აქვს. თუმცა აკობია არ უარყოფს, რომ ბედუკაძემ დიდი წვლილი შეიტანა ციხის წამების კადრების გავრცელებაში.