ივერიონი / საქართველოს ბელგიიდან და ჰოლანდიიდან სავაჭრო მისია ეწვევა

საქართველოს ბელგიიდან და ჰოლანდიიდან სავაჭრო მისია ეწვევა

10–12 დეკემბერს  საქართველოს ბელგიიდან და ჰოლანდიიდან სავაჭრო მისია ეწვევა. ორმხრივი ბიზნესშეხვედრები  თბილისში, სასტუმრო Holiday Inn-ში ჩატარდება.

 

სავაჭრო მისიაში წარმოდგენილნი იქნებიან იურიდიული, მარკეტინგის, იმპორტ-ექსპორტის, ავტომატიზაციისა და სანადირო თოფების მწარმოებელი ბელგიური კომპანიები. ასევე მეცხოველეობის სფეროში მოღვაწე და პლასტმასის შესაფუთი მასალების საქართველოდან იმპორტით დაინტერესებული ჰოლანდიური კომპანიები.

 

სავაჭრო მისია წარმოადგენს ჰააგისა და ბელგიის სავაჭრო პალატების ფედერაციის, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივ ინიციატივას.

 

9-12-2012, 13:10
უკან დაბრუნება