სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
"თელასის" ინფორმაციით, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ) და კვინიტაძის ქუჩის, ხოლო 11:00-დან 18:00 საათამდე - დიღმის მასივის I და VI კვარტლის მცხოვრებლებს.
ასევე 10:00-დან 16:00 საათამდე გაითიშება ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის I კვარტალი, ხოლო 11:00-დან 13:00 საათამდე - ბეთლემის, ბოტანიკის, აბანოს, სამღებროს, გორგასლის, ვერეს შესახვევის, გმირთა მოედნის, გოთუას, შარტავას, ალექსიძის, ბენდელიანის, კოსტავას, მელიქიშვილის, ნიკოლაძის და მიმდებარე ქუჩები.