თბილისის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება

სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონს  ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. 

 

"თელასის" ინფორმაციით, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ) და კვინიტაძის ქუჩის, ხოლო 11:00-დან 18:00 საათამდე - დიღმის მასივის I და VI კვარტლის მცხოვრებლებს. 

 

ასევე 10:00-დან 16:00 საათამდე გაითიშება ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის I კვარტალი, ხოლო 11:00-დან 13:00 საათამდე - ბეთლემის, ბოტანიკის, აბანოს, სამღებროს, გორგასლის, ვერეს შესახვევის, გმირთა მოედნის, გოთუას, შარტავას, ალექსიძის, ბენდელიანის, კოსტავას, მელიქიშვილის, ნიკოლაძის და მიმდებარე ქუჩები.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: