ივერიონი / საპარლამენტო დელეგაცია გერმანიაში მიემგზავრება

საპარლამენტო დელეგაცია გერმანიაში მიემგზავრება

ხვალ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბუნდესტაგის და ფედერალური მთავრობის მიწვევით, ბერლინში გაემგზავრება და კონფერენციას სახელწოდებით - "ძალაუფლების გადანაწილება და პლურალიზმი გერმანიის პოლიტიკურ სისტემაში“ დაესწრება.

 

ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს, ვოლფგანგ თირზეს შეხვდება.

 

დეპუტატები შეხვედრებს გამართავენ ბუნდესტაგში და საგარეო საქმეთა სამინისტროში. ისინი ასევე შეხვდებიან ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტის წევრებს და ეწვევიან პოტსდამის უნივერსიტეტს. 

 

დელეგაციის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობიდან შედიან: ზურაბ აბაშიძე; ეკატერინე ბესელია; ირაკლი სესიაშვილი; ლევან ბერძენიშვილი და გიგლა აგულაშვილი, ხოლო უმცირესობიდან - დავით დარჩიაშვილი და გიორგი კარბელაშვილი.

ვიზიტი 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.

9-12-2012, 13:45
უკან დაბრუნება