ივერიონი / ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ოქრუაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა კოტე კორძაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს სასამართლო პროცესი განახლდება და  ბრალდების მხარდამჭერ მოწმეებს დაკითხავენ.

„დანარჩენს სასამართლოს მიმდინარეობის პროცესი გვაჩვენებს“, - აღნიშნა კორძაძემ.

ირაკლი ოქრუაშვილს  საქართველოს სისხლის სამართლის 223-ე მუხლით ედება ბრალი, რაც უკანონო  ფორმირებების შექმნასა და მის ხელძღვანელობას გულისხმობს.

10-12-2012, 10:32
უკან დაბრუნება