ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
როგორც პროცესის დაწყებამდე ოქრუაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა კოტე კორძაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს სასამართლო პროცესი განახლდება და ბრალდების მხარდამჭერ მოწმეებს დაკითხავენ.
„დანარჩენს სასამართლოს მიმდინარეობის პროცესი გვაჩვენებს“, - აღნიშნა კორძაძემ.
ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის 223-ე მუხლით ედება ბრალი, რაც უკანონო ფორმირებების შექმნასა და მის ხელძღვანელობას გულისხმობს.