ივერიონი / ოქრუაშვილსა და ახალაის შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ოქრუაშვილსა და ახალაის შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის ექს-მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა  ბაჩო ახალაიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.


ამ ინფორმაციას, ოქრუაშვილის ადვოკატი  ზვიად კორძაძე ადასტურებს. მისი განცხადებით ,აქვს ინფორმაცია, რომ მოხდა სიტყვიერი შეხლა-შემოხლა, თუმცა რამ გამოიწვია ეს, არ იცის.


"ვიცი, რომ რაღაც სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოხდა, თუმცა რას მოჰყვა ეს, არ ვიცი. ირაკლი ოქრუაშვილთან ამ თემაზე და მომხდარის დეტალებზე არ მისაუბრია", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

10-12-2012, 17:45
უკან დაბრუნება