ოქრუაშვილსა და ახალაის შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის ექს-მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ბაჩო ახალაიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ამ ინფორმაციას, ოქრუაშვილის ადვოკატი ზვიად კორძაძე ადასტურებს. მისი განცხადებით ,აქვს ინფორმაცია, რომ მოხდა სიტყვიერი შეხლა-შემოხლა, თუმცა რამ გამოიწვია ეს, არ იცის.
"ვიცი, რომ რაღაც სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოხდა, თუმცა რას მოჰყვა ეს, არ ვიცი. ირაკლი ოქრუაშვილთან ამ თემაზე და მომხდარის დეტალებზე არ მისაუბრია", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.