მარტინ შინი „ადამიანი-ობობას“ პირველ სერიაში მთავარი გმირის პიტერ პარკერის ბიძის როლს თამაშობდა. მისი პერსონაჟი კრიმინალურ დამნაშავესთან შეტაკებაში დაიღუპა. სწორედ ეს გარემოება გახდა მიზეზი, რამაც აიძულა პიტერ პარკერი სუპერგმირი გამხდარიყო.
შინის განცხადებით, ფილმის შემქმნელებმა მას თანამშრომლობა შესთავაზეს და მსახიობიც სიამოვნებით დათანხმდა. მარტინის თქმით, მან ზუსტად არ იცის, თუ როგორ ჩაერთვება მისი პერსონაჟი ფილმის სიუჟეტში. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პარკერის ბიძა ბენი პირველ ფილმში დაიღუპა, სავარაუდოდ, მისი პერსონაჟი კინოსურათის მოგონებებში გააგრძელებს თამაშს.
„ადამიან-ობობას“ ახალ სერიაში პიტერ პარკერის როლს ენდრიუ გარფილდი ასრულებდა, ხოლო პარკერის შეყვარებულს, გვენ სტეისს - ემა სტოუნი. ფილმის მეორე ნაწილში ორივე მსახიობი მიიღებს მონაწილეობას.