ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

„ადამიანი-ობობას“ ახალ სერიაში მარტინ შინი ცოცხლდება

„ადამიანი-ობობას“ ახალ სერიაში მარტინ შინი ცოცხლდება

მარტინ შინი „ადამიანი-ობობას“ პირველ სერიაში მთავარი გმირის პიტერ პარკერის ბიძის როლს თამაშობდა. მისი პერსონაჟი კრიმინალურ დამნაშავესთან შეტაკებაში დაიღუპა. სწორედ ეს გარემოება გახდა მიზეზი, რამაც აიძულა  პიტერ პარკერი სუპერგმირი გამხდარიყო.


შინის განცხადებით, ფილმის შემქმნელებმა მას თანამშრომლობა შესთავაზეს და მსახიობიც სიამოვნებით დათანხმდა. მარტინის თქმით, მან ზუსტად არ იცის, თუ როგორ ჩაერთვება მისი პერსონაჟი ფილმის სიუჟეტში. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პარკერის ბიძა ბენი პირველ ფილმში დაიღუპა, სავარაუდოდ, მისი პერსონაჟი კინოსურათის მოგონებებში გააგრძელებს თამაშს.


 „ადამიან-ობობას“ ახალ სერიაში პიტერ პარკერის როლს ენდრიუ გარფილდი ასრულებდა, ხოლო პარკერის შეყვარებულს, გვენ სტეისს - ემა სტოუნი. ფილმის მეორე ნაწილში ორივე მსახიობი მიიღებს მონაწილეობას.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: