შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა ყაჩაღობის ფაქტზე, წარსულში იმავე ბრალდებით ნასამართლევი გიორგი შ. და ომარ ჩ. დააკავეს.
ბრალდებულებმა 8 დეკემბერს, თბილისში, ბენდელიანის ქუჩაზე სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს, საიდანაც ფული და სხვადასხვა დასახელების პროდუქტი გაიტაცეს.
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ბენდელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იმავე ღამეს დააკავეს. პირადი ჩხეკისას ნივთმტკიცებები, გატაცებული ფული და ნიღაბი ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.