შსს-მ ყაჩაღები დააკავა

შსს-მ ყაჩაღები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა ყაჩაღობის ფაქტზე, წარსულში იმავე ბრალდებით ნასამართლევი გიორგი შ. და ომარ ჩ. დააკავეს.

ბრალდებულებმა 8 დეკემბერს, თბილისში, ბენდელიანის ქუჩაზე  სასურსათო მაღაზია  დააყაჩაღეს, საიდანაც ფული და სხვადასხვა დასახელების პროდუქტი გაიტაცეს.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ბენდელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იმავე ღამეს  დააკავეს. პირადი ჩხეკისას  ნივთმტკიცებები, გატაცებული ფული და ნიღაბი ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: