ივერიონი / საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან გამოკითხულთა 79% არ მოსწონს

საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან გამოკითხულთა 79% არ მოსწონს

NDI-მ გამოკითხვა რამდენიმე საკითხზე ერთდროულად ჩატარდა. ერთ-ერთი მნიშვენლოვანი საკითხი ქართულ-რუსული ურთიერთობები იყო.


 გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ეს საფრთხე გაზვიადებულია.


26% კი  მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, 22% მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.


რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას, გამოკითხულთა 68%-სთვის ეს ინიციატივა მისაღებია, 4%-სთვის კი მიუღებელი.


შეკითხვაზე, მოგწონთ თუ არა ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან, კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 79%-ს არ მოსწონს, ხოლო 12%-ს მოსწონს.


„თბილისი მერიოტში“ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის  NDI-ს კვლევის შედეგების- სახელწოდებით "საზოგადოების განწყობა საქართველოში"  პრეზენტაცია გაიმართა.


კვლევა საქართველოში 14-დან 25 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში 1947 რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.

12-12-2012, 13:21
უკან დაბრუნება