საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან გამოკითხულთა 79% არ მოსწონს
NDI-მ გამოკითხვა რამდენიმე საკითხზე ერთდროულად ჩატარდა. ერთ-ერთი მნიშვენლოვანი საკითხი ქართულ-რუსული ურთიერთობები იყო.
გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ეს საფრთხე გაზვიადებულია.
26% კი მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, 22% მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას, გამოკითხულთა 68%-სთვის ეს ინიციატივა მისაღებია, 4%-სთვის კი მიუღებელი.
შეკითხვაზე, მოგწონთ თუ არა ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან, კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 79%-ს არ მოსწონს, ხოლო 12%-ს მოსწონს.
„თბილისი მერიოტში“ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ს კვლევის შედეგების- სახელწოდებით "საზოგადოების განწყობა საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევა საქართველოში 14-დან 25 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში 1947 რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.