ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გაიყიდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
მთლიანმა მოთხოვნამ 7 520 000 ლარი შეადგინა. დაფიქსირდა მინიმალური - 6.770%, მაქსიმალური - 6.970%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.866% საპროცენტო განაკვეთები.