ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 5 000 000 ლარის სახაზინო ობლიგაციები გაიყიდა

ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 5 000 000 ლარის სახაზინო ობლიგაციები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გაიყიდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

მთლიანმა მოთხოვნამ  7 520 000 ლარი შეადგინა. დაფიქსირდა  მინიმალური - 6.770%, მაქსიმალური - 6.970%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.866% საპროცენტო განაკვეთები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: