ივერიონი / საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდება

საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდება

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საპატრულო პოლიციის სამმართველოს გამოეყო საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო  და ის შსს-ს ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა.


ამიერიდან, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მიმართულებით გამოკვლევითი საქმიანობა საპატრულო პოლიციის კომპეტენციაში აღარ შევა. ამ ფუნქციას საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო დამოუკიდებლად შეასრულებს.


საექსპერტო კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევითი საქმიანობა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილებაში 2010 წელს,  ვანო მერაბიშვილის ბრძანებულების საფუძველზე გადავიდა.

14-12-2012, 11:54
უკან დაბრუნება