საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდება
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საპატრულო პოლიციის სამმართველოს გამოეყო საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო და ის შსს-ს ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა.
ამიერიდან, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მიმართულებით გამოკვლევითი საქმიანობა საპატრულო პოლიციის კომპეტენციაში აღარ შევა. ამ ფუნქციას საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო დამოუკიდებლად შეასრულებს.
საექსპერტო კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევითი საქმიანობა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილებაში 2010 წელს, ვანო მერაბიშვილის ბრძანებულების საფუძველზე გადავიდა.