რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ქეით ჯულიანსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს კლაუს გერჰაუზერს შეხვდა.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფრომაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესსა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ასევე, ყურადღება იმ პროექტებზე გაამახვილეს, რომლებსაც სამინისტრო აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით და მხარდაჭერით ახორციელებს.
აღნიშნულ პროექტთა შორის გზების, ხიდებისა და გვირაბების, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა საკითხებია.
შეხვედრაზე ყურადღება სწორედ აღნიშნული პროექტების მიმდინარეობასა და სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე გამახვილდა.