ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთან მომავალშიც ითანამშრომლებს

აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთან მომავალშიც ითანამშრომლებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ქეით ჯულიანსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს  კლაუს გერჰაუზერს  შეხვდა.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფრომაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესსა და ადგილობრივი თვითმმართველობების  გაძლიერებაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ასევე, ყურადღება იმ პროექტებზე გაამახვილეს, რომლებსაც  სამინისტრო აზიის განვითარების ბანკის  დაფინანსებით და მხარდაჭერით ახორციელებს. 

აღნიშნულ პროექტთა შორის გზების, ხიდებისა და გვირაბების, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების  მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა საკითხებია.

შეხვედრაზე ყურადღება სწორედ აღნიშნული პროექტების მიმდინარეობასა და სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე გამახვილდა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: