გაეროს გენერალური მდივნის მიერ ინიცირებული ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ რაგბის მატჩში მიიღო მონაწილეობა.
როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მატჩი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული.
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გუნდი საქართველოს ეროვნული ნაკრების მოქმედი და ყოფილი წევრებისგან შემდგარ გუნდს შეხვდა.
კამპანიის სლოგანი - „ქალს ვინც დაუწყო გინება, აბა თუ შეგვერკინება“, განთავსებული იყო პლაკატებზე, რომლებსაც მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრებმა საქველმოქმედო მიზნით ხელი მოაწერეს.
„საუკეთესო მოთამაშის“ ტიტული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრs იოჰან აქსანდერსს მიენიჭა.