გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია.
როგორც „ივერიონს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის ჩაკეტილია.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ცუდი ხილვადობის გამო ვერ ხორციელდება.
ამ დროისთვის გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული ვაზიანი-გომბორის მონაკვეთზეც. კერძოდ, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისთვის იკრძალება.
სხვა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დასაშვები.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დასავლეთში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.