ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გუდაური-კობის მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის ჩაკეტილია

გუდაური-კობის მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის ჩაკეტილია

გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია.

როგორც „ივერიონს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის  ჩაკეტილია.

მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ცუდი ხილვადობის გამო ვერ ხორციელდება.

ამ დროისთვის გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული ვაზიანი-გომბორის მონაკვეთზეც. კერძოდ, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისთვის იკრძალება.

სხვა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დასაშვები.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დასავლეთში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: