ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ფაქტზე გიორგი ს. დააკავეს.
შსს-ს განცხადების თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ს-მ, ქუთაისში, ტყაბლაძის ქუჩა №54-დან გია ეგუტიძის კუთვნილი „BMW“-ს მარკის ავტომანქანა გაიტაცა.
სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ავტომანქანა იმავე დღეს, ქუთაისში, ევდოშვილის ქუჩაზე იპოვეს, ხოლო ბრალდებული მოსკოვის ქუჩაზე დააკავეს.
მომხდარ დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით აღიძრა. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმეს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილება აწარმოებს.