ქუთაისში ავტომანქანის ქურდი დააკავეს

ქუთაისში ავტომანქანის ქურდი დააკავეს

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ფაქტზე გიორგი ს. დააკავეს.

შსს-ს განცხადების თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ს-მ, ქუთაისში,  ტყაბლაძის ქუჩა №54-დან გია ეგუტიძის კუთვნილი „BMW“-ს მარკის ავტომანქანა გაიტაცა.

სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად,  სამართალდამცველებმა ავტომანქანა იმავე დღეს, ქუთაისში, ევდოშვილის ქუჩაზე იპოვეს, ხოლო ბრალდებული მოსკოვის ქუჩაზე დააკავეს.

მომხდარ დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით აღიძრა. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმეს  ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილება აწარმოებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: