თბილისის საკრებულო 2013 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.
სხდომა საკრებულოში ხმაურით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პროექტი, რომელიც დასამტკიცებლადაა წარდგენილი, მათთვის მიუღებელია, უფრო მეტიც - ბუნდოვანია
სხდომაზე „ქრიატიან-დემოკრატიული“ ფრაქციის წევრებმა განხილვაზე დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას დასწრება მოითხოვეს.
სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა. საკრებულოს წევრების ნაწილი კი განხილვას ესწრება, თუმცა ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.
საკრებულოს სხდომას ორი დამოუკიდებელი დეპუტატი - კახა კუკავა და მამუკა კაციტაძე ესწრებიან.
კაციტაძის განცხადებით, ის დედაქალაქის ბიუჯეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ კონკრეტულ შენიშვნებს გაითვალისწინებენ.