ივერიონი / სტრასბურგში დღეს ქართული ფილმების კვირეული გაიხსნება

სტრასბურგში დღეს ქართული ფილმების კვირეული გაიხსნება

ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, 2012 წლის 16-22 დეკემბერს, სტრასბურგის კინოთეატრ "ოდისეა"-ში ქართული ფილმების კვირეული გაიმართება. 

 

კინომოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ საქართველოს მიერ წარმოებული თანამედროვე ფილმები, ასევე ქართული კინოკლასიკა. 

 

ოთარ იოსელიანის "გიორგობის თვის" გარდა, კვირეულში რეჟისორ ელდარ შენგელაიას - "ცისფერი მთები", გიორგი ოვაშვილის - "გაღმა ნაპირი",  კოტე მიქაბერიძის - "ჩემი ბებია" და სხვები მიიღებენ მონაწილეობას. 

 

კინოთეატრი "ოდისეა" XX საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული. მისი პროგრამა დღემდე შედგენილია ფილმებისგან, რომლებიც მაღალი მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა.

16-12-2012, 10:47
უკან დაბრუნება