ხვალ "კავკასიურ სახლში" პროექტის "ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის" პრეზენტაცია გაიმართება.
"კავკასიური სახლის“ ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობას ცნობილი რუსი და ქართველი ჟურნალისტები მიიღებენ.
პროექტი მიზნად ისახავს ქართველი და რუსი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის ქართულ-რუსული ურთიერთობების უკეთ გაცნობას.
პროექტით დაგეგმილი შეხვედრები "კავკასიურ სახლში" 17-დან 23 დეკემბრამდე გაიმართება. ამ პერიოდში პროექტის მონაწილეები სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.
პროექტი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით "კონფლიქტის ფონდის" პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.