"კავკასიური სახლი" რუს და ქართველ ჟურნალისტებს უმასპინძლებს

"კავკასიური სახლი" რუს და ქართველ ჟურნალისტებს უმასპინძლებს

 

ხვალ "კავკასიურ სახლში" პროექტის "ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის" პრეზენტაცია გაიმართება. 

 

"კავკასიური სახლის“ ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობას ცნობილი რუსი და ქართველი ჟურნალისტები მიიღებენ.

 

პროექტი მიზნად ისახავს ქართველი და რუსი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის ქართულ-რუსული ურთიერთობების  უკეთ გაცნობას.

 

პროექტით დაგეგმილი შეხვედრები "კავკასიურ სახლში" 17-დან 23 დეკემბრამდე გაიმართება. ამ პერიოდში პროექტის მონაწილეები სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. 

 

პროექტი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით  "კონფლიქტის ფონდის" პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: