სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრობლემების შესასწავლად და მოსაგვარებლად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
ამ საკითხზე შეთანხმება ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შედგა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი, სასწრაფო დახმარების ექიმები და 112-ის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა შრომით და ტექნიკურ პირობებთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს.
სასწრაფო დახმარების ექიმებმა ხელფასის მომატებისა და ტექნიკური აღჭურვილობის განახლების პირობაც მიიღეს.