ივერიონი / NDI: მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას "კარგად" 13% აფასებს

NDI: მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას "კარგად" 13% აფასებს

 

"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის"  NDI-ის კვლევის თანახმად, კათოლიკოს-პატრიარქის საქმიანობას გამოკითხულთა 75% აფასებს, როგორც "ძალიან კარგი". გამოკითხულთა 13% პატრიარქის საქმინობას "კარგის" შეფასებას აძლევს. 

 

გამოკითხულთა 34% პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას "ძალიან კარგად", ხოლო 35 "კარგად" აფასებს. 

 

NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საქმიანობა გამოკითხულთა 5%-მა "ძალიან კარგად", ხოლო 33%-მა "კარგად" შეაფასა. 

 

"ქართული ოცნების" წარმომადგენლის, მანანა კობახიძის საქმიანობას გამოკითხულთა 6% "ძალიან კარგად", ხოლო 28% "კარგად" აფასებს.

 

კვლევაში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის საქმიანობა 4%-მა "ძალიან კარგად", ხოლო 17%"კარგად" შეაფასა.

 

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას, მას გამოკითხულთა მხოლოდ 3% აფასებს "ძალიან კარგად", ხოლო 13%-ს მიაჩნია, რომ მისი საქმიანობა "კარგია".

 

თბილისის მერის გიგი უგულავას საქმიანობას "ძალიან კარგად" 3%, "კარგად" კი 11% აფასებს. 

 

რაც შეეხება გიგა ბოკერიას, მისი საქმიანობა "ძალიან კარგად" გამოკითხულთა 1%-მა შეაფასა, ხოლო 5%-მა "კარგად.

 

NDI-იმ აღნიშნიშული კვლევა 14-25 ნოემბრს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1947 მოქალაქე გამოკითხა.

 

ცდომილება საშუალოდ, +- 3%-ია.

 

 

17-12-2012, 11:55
უკან დაბრუნება